კავკასიის ბარომეტრი 2020 საქართველო

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა
ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015, 2017 და 2019 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა. 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით მხოლოდ საქართველოში ჩატარდა.

მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა შემთხვევითი ნომრის აკრეფვის მეთოდით.

შერჩევის ზომა: 1501 რესპონდენტი.

გამოპასუხების რაოდენობა: 14%

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).

ინტერვიუს ენა: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული.

საველე სამუშაოების თარიღები: დეკემბერი 8, 2020 - დეკემბერი 14, 2020.

შედეგები შეწონილია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: დავით სიჭინავა, კვლევების დირექტორი, david@crrccenters.org

კავკასიის ბარომეტრი 2020 საქართველო

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა
ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე

პასუხების ანალიზი