ჩვენს შესახებ

მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდის შესახებ

CRRC-საქართველომ შექმნა მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის შესახებ მისი მდიდარი ემპირიული მონაცემები ყველასთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გაეხადა. ეს ვებგვერდი უპირველესად მათთვისაა, ვინც არ იცნობს სტატისტიკურ პროგრამებს და არ აქვს რთული სტატისტიკური ანალიზის უნარები. მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი მომხმარებლებზეა მორგებული. აქ მარტივადაა შესაძლებელი დიაგრამების აგება, სიხშირისა და კროსტაბულაციის ცხრილების გამოთვლა, ასევე რამდენიმე ქვეყნის მონაცემთა ბაზისა და დროითი მწკრივების გაანალიზება. გარდა ამისა, შესაძლებელია შედეგების კოპირება და სხვა პროგრამებში გადატანა შემდგომი ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის.

ამჟამად მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვის შვიდი ტალღისა და მრავალი სხვა გამოკითხვის მონაცემთა ბაზაა ატვირთული. CRRC რეგულარულად ამატებს თავისი ახალი გამოკითხვების მონაცემებს ვებგვერდზე.

მათთვის, ვისაც უფრო რთული სტატისტიკური ანალიზის გაკეთება სურს მონაცემებზე რომელიმე სტატისტიკური პროგრამის გამოყენებით, ფაილების გვერდზე მოცემულია მონაცემთა ბაზები STATA ან/და SPSS ფორმატში. ასევე, ხელმისაწვდომია გამოკითხვის დოკუმენტაცია (კითხვარები, ბარათები, საველე სამუშაოების ანგარიშები და ა.შ.).

CRRC-ის შესახებ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) არის კვლევითი ცენტრების ქსელი, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დედაქალაქებში და რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

CRRC დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლის ზაფხულიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-ის აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათწლიანი გამოცდილება მკვლევარების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC გთავაზობთ კვლევებს, ანალიზსა და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების საშუალებას იძლევა.

CRRC-ის მონაცემთა ბაზები საჯაროა და ყველას აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს სოციალური და პოლიტიკური ტენდენციები როგორც საქართველოში, ასევე მთელს სამხრეთ კავკასიაში. ბაზების სწრაფი და იოლი ანალიზისთვის გამოიყენეთ CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი.

CRRC-საქართველო და რეგიონული ოფისები

მისამართი: ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1 (ყოფილი ჭავჭავაძის გამზ. 5) სადარბაზო III-IV, პირველი სართული, 0179, თბილისი, საქართველო

ტელ: (995 32) 250 52 90/91/92

ელ.ფოსტა: CRRC-საქართველო: crrc-geo@crrccenters.org

ვებგვერდები: CRRC-საქართველო http://www.crrc.ge/

Facebook: CRRC Georgia