საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ევროინტეგრაციის მიმართ

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ინიციატივა (CSSIGE)“ მიზნად ისახავს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი მხრიდან საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის და სხვა აქტორებთან კავშირების გაძლიერებას. საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოასხლეობის დამოკიდებულების შესწავლას სსო-ების, მათი ღირებულებებისა და საქმიანობის, ასევე - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის ცოდნის, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის, ევროკავშირთან ინტეგრაციის და ასოცირების შეთანხმების მიმართ.

მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზეც.

შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერულ შერჩევა

შერჩევის ზომა: 2,853 რესპონდენტი

გამოპასუხების რაოდენობა: 50%

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.

საველე სამუშაოების თარიღები: ოქტომბერი 27 , 2017 - ნოემბერი 19, 2017.

შედეგები შეწონილია.

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ევროინტეგრაციის მიმართ

პასუხების ანალიზი