ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში

საქართველოში ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზები და შედეგები

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

კვლევის მიზანი სამხრეთ კავკასიაში ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგების კვლევა იყო, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. კვლევა მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაზე.

შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერულ შერჩევა

შერჩევის ზომა: 1,438 რესპონდენტი

გამოპასუხების რაოდენობა: 45%

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.

საველე სამუშაოების თარიღები: აპრილი 5, 2018 - მაისი 10, 2018.

შედეგები შეწონილია.

ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში

საქართველოში ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზები და შედეგები

  • პროექტი ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტისთვის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული. ვებსაიტის მეშვეობით განხორციელებული ანალიზის შედეგები არ ასახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ან პროექტთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების აზრს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შესაძლო კროსტაბულაცია არ იძლევა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციას. მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს კვლევის ანგარიშის შედეგებთან მონაცემებზე ჩატარებელი განსხვავებული სტატისტიკური ოპერაციების გამო.

პასუხების ანალიზი